ავღანეთში თალიბებმა საგაზაფხულო თავდასხმების დაწყების შესახებ განაცხადეს

საქართველო, თბილისი - 15:10 | 12.04.2016
ნანახია: 1547

ავღანელმა თალიბებმა ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ყოველწლიური საგაზაფხულო შეტევის დაწყების შესახებ განაცხადეს.

როგორც მებრძოლები ამბობენ, მთელს ქვეყანაში მასშტაბური თავდასხმების სერია მზადდება.

ცნობილა რომ კამპანიას მოძრაობის დამაარსებლის მოლა ომარის ხსოვნის საპატივსაცემოდ ”ოპერაცია ომარი უწოდეს”. მისი სიკვდილი გასული წელს ოფიციალურად დადასტურდა.

ავღანეთის ხელისუფლება ცდილობს ისლამისტური დაჯგუფება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში დაარწმუნოს.

გასულ კვირას ქაბულში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმყოფებოდა, რომელმაც მოძრაობა ”თალიბანის” ლიდერებს ავღვანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე