უკრაინის პოლიციამ უმაღლეს რადაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო

საქართველო, თბილისი - 13:45 | 12.04.2016
ნანახია: 1593

უცნობმა პირმა პოლიციას უკრაინის უმაღლესი რადას შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შეატყობინა. როგორც ცნობილია, დღეს პრემიერ არსენი იაცენიუკის გადადგომისა და მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურის არჩევის საკითხები განიხილება.

კიევის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით,  უკრაინის დედაქალაქის სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ინფორმაცია პარლამენტის შენოაბში ასაფეთქებლი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ამ დროისათვის რადას შენობაში იმყოფებიან სამართალდამცველები, განაღმვითი სამსახურების სპეციალისტები, კინოლოგები და მაშველები. სამმართველოს ცნობით, შენობას სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ამოწმებენ.


სამართალდამცველები იმ ადამიანის ვინაობას ადგენენ ,ვინც ბომბის შესახებ ინფორმაცია მიაწოდათ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე