სანქტ-პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში ორი მედდა მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 12.04.2016
ნანახია: 1611

უცნობმა პირებმა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში ორი მედდა მოკლეს.

რუსული მედიის ცნობით დანაშაულში ეჭვმიტანილია სამი სამხედრო მოსამსახურე. რომლებიც მკურნალობის კურსს ჰოსპიტლის ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადიოდნენ. მკვლელობის შემდეგ სამივე მათგანი მიიმალა.

ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სამხედრო აკადემიის კურსანტი იყო, ორი კი რიგითი ჯარისკაცი.

რუსული სააგენტოების წყაროები ამტკიცებენ, რომ დანაშაულის ორგანიზატორი შესაძლოა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურე, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

დაწყებულია გამოძიება. პოლიციას ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ყველა სადგური გადაკეტილია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე