აზერბაიჯანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი ილჰამ ალიევმა და მეჰრიბან ალიევამ მოინახულეს
საქართველო, თბილისი - 12:01 | 12.04.2016 ნანახია: 1498
აზერბაიჯანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ მოინახულეს.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, 7-9 აპრილს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ბაქოში გამართულ მე-15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "AITF 2016" წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს სტენდი აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლესთან ერთად მოინახულა.
საქართველოს სტენდზე მისულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის შესახებ მომზადებულ მრავალფეროვან სარეკლამო მასალებს გასცნობოდნენ და ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში არსებული ტურისტული პროდუქტების შესახებ.
ბაქოს გამოფენაზე "AITF 2016" 42 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს ექსკლუზიურ შემოთავაზებებს ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმრო სექტორი, სანატორიუმები, გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრები, სპორტული და ეკოლოგიური ტურისტული ობიექტები წარუდგენდნენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ აზერბაიჯანი ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ტურიზმის დეპარტამენტი აზერბაიჯანში გარდა გამოფენაში მონაწილეობისა, 10 აპრილიდან 31 მაისამდე სარეკლამო კამპანიას ახორციელებს.
კამპანია მოიცავს როგორც გარე რეკლამას, ეკრანებზე სარეკლამო რგოლების გაშვებას ბაქოს ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ქალაქის მუნიციპალური ავტობუსების ბრენდირებას აჭარა-ბათუმის სარეკლამო აფიშებით.
პიარ და მარკეტინგული აქტივოებები ასევე მოიცავს ინტერნეტ რეკლამას, პრესს და ინფო ტურიების ორგანიზებას, აზერბაიჯანში 2 დიდ სავაჭრო ცენტრში პრომოაქციების მოწყობასა და ყველაზე რეიტიგნულ რადიოში „მედია FM” რეკლამის გაშვებას.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















