კულტურის სამინისტროს ეგიდით სამუშაო ვიზიტი ესტონეთში დასრულდა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 12.04.2016
ნანახია: 1657

4-8 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა.

ვიზიტის მიზანი შემოქმედებითი (კრეატიული) ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით ესტონური მხარის გამოცდილების გაზიარება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

აღნიშნული ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  და ესტონეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე