საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 12.04.2016
ნანახია: 1595

მიმდინარე წლის 11-16 აპრილს საქართველოს ვიზიტით ეწვევა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი  _ ასტრიდ თორსი. ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი შეხვედრას გამართავს სახალხო დამცველის ოფისსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე