თურქეთში აფეთქებას ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 12.04.2016
ნანახია: 1637

ერთი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 47 დაიჭრა თურქეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიარბაქირის პროვინციაში მოხდა.

თურქეთის გენშტაბის ინფორმაციით, ქურთთა მუშათა პარტიის წევრებმა ჟანდარმერიის ადგილობრივ სამმართველოსთან და სამხედრო მოსამსხურეების საერთო საცხოვრებელთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 39 ჯარისკაცი, გენშტაბის ცნობით, ასევე დაშავდა ჯარისკაცების ოჯახების შვიდი წევრი და ორი სამოქალაქო პირი.

2015 წლის ივლისის შემდეგ ქურთთა მუშათა პარტიის წარმომადგენლებთან შეტაკებისას 370 სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით ამ დროის განმავლობაში ლიკვიდირებულია 5 ათასზე მეტი ქურთი ამბოხებული. თუმცა პროქურთული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, სპეცოერაციებისას ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე