ამერიკული მხარე მიესალმება ქვეყნის პროგრესს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით
საქართველო, თბილისი - 16:43 | 11.04.2016 ნანახია: 1547
2016 წლის 11 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის _ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან: ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილესთან, კურტ ტონგთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწესთან, ტომას მელიასთან. შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, ვონ ტურეკიანი, ხოლო ქართული მხრიდან _ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების კუთხით. აღნიშნეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო USAID-ის მიერ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პროექტების წარმოჩენის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის განვითრების, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.
ამერიკული მხარე მიესალმა ქვეყნის პროგრესს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით და გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლისა და ფუნქციის გაძლიერების მიმართ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს დაგეგმილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა წარმატებული იქნება. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია, განიხილონ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული მიმდინარე რეფორმები, მეწარმეობის ხელშეწყობის, ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წახალისებასთან დაკავშირებული თემები. მხარეები მიმოიხილავენ საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ორმხრივ და რეგიონულ საინვესტიციო პროექტებს. ყურადღებას გაამახვილებენ ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივას და ამ თვალსაზრისით საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლს.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას _ ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















