სტავროპოლის მხარეში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 13:04 | 11.04.2016
ნანახია: 1655

რუსეთში სტავროპოლის მხარეში პოლიციის განყოფილებას უცნობი პირები თავა დაესხნენ.

სამართალდამცველთა ცნობით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, ორი კი პოლიციელთა მიერაა ლიკვიდირებული.

”თავდასხმა მოხდა ნოვოსელიცკის რაიონში პოლიციის განყოფილებაზე. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, ორი კი ლიკვიდირებულია”, - განუცხადა მედიას რუსეთის შსს-ს წარმომადგენელმა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონტროლი გაამკაცრა საავადმყოფობსა, სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე. სასწავლო დაწესებულებიდან ბავშვების ევაკუაცია უკვე განხორციელდა, რაიონულ საავადმყოფოში კი მხოლოდ მძიმე ავადმყოფები და სამედიცინო პერსონალია დარჩენილი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ პოლიციის განყოფილებასთან თავი სამივე თავდამსხმელმა აიფეთქა, თუმცა მოგვაინებით ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დადასტურდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე