სირიის პატრიარქი: ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 21 ქრისტიანი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 11.04.2016
ნანახია: 1692

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ქალაქ ელ-კარიათეინში 21 ქრისტიანი მოკლეს. ამის შესახებ ბი ბი სი სირიის მართმადიდებლური ეკლესიის პარტრიარქ ეგნატე ეფრემ მეორეზე დაყრდნობით იუწყება.

პატრიარქის თქმით, მოკლულთა შორის არის სამი ქალი. კიდევ ხუთი ადამინი უგზოუკვლოდ არის დაკარგული. სავრაუდოდ ისინიც მოკლულები არიან.

მებრძოლებმა ელ-კარიათეინში 300 ქრისტიანი გასული წლის აგვისტოში დაატყვევეს.

ზოგიერთი ქრისტიანი ქალაქიდან გაქცევისას მოკლეს. ნაწილი კი ”ისლამის კანონების დარღვევისათვის”.

მიუხედავდ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, ეფრემ მეორეს მიაჩნია, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს სირიაში თანაცხოვრება ისევ შეუძლიათ. ”ჩვენ ასე ვცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში. ვისწავლეთ ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის გვერდით ცხოვრება. ჩვენ კვლავ შევძლებთ ერთად ცხოვრებას თუ კი თავს დაგვანებებენ”, - განაცხადა ეფრემ მეორემ.

სირიის სამათვარობო ჯარებმა რუსეთის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით ელ-კარიათეინი ”ისლამურ სახელმწიფოსგან” გასულ კვირას გაათავისუფლეს.

ქალაქი მთლიანად დანგრეულია, მათ შორის დანგრეულია მარ ელიანის კათოლიკური მონასტერიც. რომელიც 1500 წლის წინ იყო აგებული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე