მინისტრის პირველი მოადგილე სამოქალაქო პანაშვიდზე

საქართველო, თბილისი - 14:08 | 09.04.2016
ნანახია: 1471

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განხორციელდა. ამ ეტაპზე, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ყველა ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე