საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა 185 ქვეყანასთან აქვს

საქართველო, თბილისი - 11:10 | 04.10.2015
ნანახია: 1977

საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა 185 ქვეყანასთან აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 185-ე ქვეყანა ბელიზია, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.

 შესაბამის შეთანხმებას ქ. ნიუ-იორკში ხელი მოაწერეს საქართველოსა და ბელიზის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გიორგი კვირიკაშვილმა და უილფრედ პიტერმა.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ბელიზი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის 30-ე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური კავშირი დაამყარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე