კიევში ”ავტომაიდნის” აქტივისტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს,

საქართველო, თბილისი - 15:20 | 08.04.2016
ნანახია: 1731

კიევში პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოძრაობა ”ავტომაიდნის” აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ 112.ua იყყობინება.

რეზიდენციასთან შეკრებილები სამართლდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ლუსტრაციას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციის მსვლელობისას მათ საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, რომელიც პოლიციელებმა ჩააქრეს.

ეროვნული პოლიცისიის კიევის სამმართველოში განაცხადეს რომ აქტივისტები ცეცხლის ჩაქრობაში ხელს უშლიდნენ.

ლუსტარციის კანონი, რომელიც რადამ 2014 წელს მიიღო, ითვალისწინებს ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროინდელი თანამდებობის პირების გათავისუფლებას.

მოძრაობა ”ავტომაიდანი” 2013 -14 წლებში კიევში ევრომაიდანს -მასობრივ საპროტესტო აქციებს უჭერდა მხარს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე