”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ცემენტის ქარხნიდან გატაცებული 175 მუშა სიკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 13:36 | 08.04.2016
ნანახია: 1969

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 175 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ისინი რამდენიმე დღის წინ დამასკოსთან მდებარე ქალაქ დუმეირის ცემენტის ქარხნიდან გატაცებული მუშები არიან. ინფორმაციას როიტერი სირიელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამასკოსთან მდებარე ქალაქ დუმეირის ცემენტის ქარხანაზე თავდასხმისას ტერორისტებმა 340 მუშა დაატყვევეს და დაუდგენელი მიმრთულებით წაიყვანეს.

Associated Press -ის ინფორმაციით, ჯიხადისტებმა კომპანია ”ალ-ბადიას” ქარხანაზე თავდასხმა ამ კვირის დასაწყისში მოახდინეს. დანარჩენი მუშების ბედი გაურკვეველია.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე