სამართალდამცავებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 04.10.2015
ნანახია: 2000

 სამართალდამცავებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს „Baikal MP-654“-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი, დანა და „Haenel Shmeiser“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას მიეკუთვნება და სასროლად ვარგისია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე