ალეპოში ისლამისტებმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს

საქართველო, თბილისი - 12:15 | 08.04.2016
ნანახია: 1661

სირიის ქალაქ ალეპოში ისლამისტურმა დაჯგუფებამ ”ჯეიშ ალ-ისლამმა” ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ამის შესახებ მედიას ორგანიზაცია ”წითელი მთვარის” საავადმყოფოს ექიმებმა განუცხადეს.

მათი თქმით ყველა დაშავებულს შეიხ მაქსუდის რაიონში ქლორით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ.

გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ ალეპოს შეიხ მაქსუდის რაიონის დაცხრილვისას მებრძოლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ოთხი ადამიანი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოათავსეს. ქურთ რაზმელებთან შეტაკებისას აკრძალული იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ”ჯეიშ ალ-ისლამმა” აიღო.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე