მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების კანდიდატების 100 კაციანი სია შედგა

საქართველო, თბილისი - 18:37 | 07.04.2016
ნანახია: 1521

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების კანდიდატების 100 კაციანი სია შედგა.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პირველ სხდომაზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მონაწილეობით ასევე დამტკიცდა კითხვარი, რომელიც ნაფიცი მსაჯულობის სავარუდო კანდიდატებს გადაეგზავნებათ. 

ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 18 აპრილიდან დაიწყება.

საქმის პროკურორი ელენე ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში სასამართლო პროცესის დახურვა დადგეს. 

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე