ათობით ადამიანი დაიკარგა სირიაში ისლამისტების მიერ ქარხანაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ

საქართველო, თბილისი - 16:08 | 07.04.2016
ნანახია: 1657

ათობით ადამიანი უგზოუკვლოდაა დაკარგული სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მიერ ცემენტის ქარხანაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ.

ლონდონში ბაზირებული სირიის ადამინის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, სავარაუდოდ მუშები მებრძოლებმა გაიტაცეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ქარხნის დირექტორის თქმით, თავდასხმის შემდეგ მუშებთან კავშირი დაიკარგა. დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ზოგიერთი მონაცემებით მათი რაოდენობა 250-ს შეადგენს.

ქალაქ დუიმარის რაიონში, სადაც ქარხანა მდებარეობს, ბოლო დღეების განმავლობაში ჯიხადისტებსა და სამთავრობო არმიას შორის შეტაკებები გამწვავდა. მარტის ბოლოს ჯარის ნაწილებმა ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან გაათავისუფლეს უძველესი ქალაქი პალმირა, რომელიც ისლამისტებს გასული წლის მაისის შემდეგ ჰქონდათ დაკავებული.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე