რუსეთის პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავა

საქართველო, თბილისი - 12:36 | 07.04.2016
ნანახია: 1644

რუსეთის პრემიერი მთიან ყარაბაში ვითარების გამწვავების გამო სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავა. დიმიტრი მედვედევი სერჟ სარგსიანს დღეს, ილჰამ ალიევს კი ხვალ შეხვდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები უკვე გამართა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აზერბაიჯანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ 20-მდე დასახლებული პუნქტის მიმართულებით თითქმის 120-ჯერ გახსნა ცეცხლი.

არაღიარებულ რესპუბლიკაში კი ამტკიცებენ, რომ ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ სცადეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრა. არმიის შტაბის ცნობით, სროლის შედეგად ერთი კონტრაქტორი სამხედრო დაიღუპა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე