ჰოლანდიელებმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს

საქართველო, თბილისი - 09:51 | 07.04.2016
ნანახია: 1912

ჰოლანდიელებმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს.

როგორც სააგენტო BNO News-ი ხმის მიცემის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით წერს, რეფერუნდუმის მონაწილეთა 38,1 პროცენტმა ასოცირების შეთამხმებას მხარი დაუჭირა, 61,1 პროცენტმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

ხმის მიცემის შედეგებზე კომენტარი უკვე გააკეთეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განაცხადეს, რომ რეფერნდუმი კონსულტაციურ ხასიათს ატარებდა.

”საბოლოო გადაწყვეტილებას შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ შიდა განხილვისა და პროცედურების შემდეგ ნიდერლანდების მთავრობა მიიღებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხებს უკრაინის, ნიდერლანდებისა და ევროპის ინტერესებს”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საბოლოო შედეგები 12 აპრილს გამოქვეყნდება. თუ საბოლოო მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, სამეფოს პარლამენტი ვალდებული იქნება შეთანხმების ტექსტს გადახედოს და განმეორებითი კენჭისყრა ჩაატაროს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე