დავით ბერძენიშვილი: პარლამენტში ოპონირებას აქამდე რომ არ ვეწეოდით, სწორი არ იყო
საქართველო, თბილისი - 11:36 | 06.04.2016 ნანახია: 4849
კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვება „ეროვნული ფორუმისგან“ განსხვავებით „რესპუბლიკელებმა“ პარლამენტსა და მთავრობაში თანამდებობის შენარჩუნების პირობით ისურვეს. კოალიციის დაშლის მიზეზად დასახელდა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სურვილი აქვს, ამომრჩევლის წინაშე საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად წარსდგეს, ფრაქცია “მრეწველების” წევრები კი, მიიჩნევენ, რომ “რესპუბლიკელების” კოალიციიდანგასვლისმთავარიმიზეზი “მრეწველებთან” კონფლიქტიიყო. იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე ყოფილ პარტნიორებს კვლავ ერთად მოუწევთ მუშაობა, თანამდებობების თემაზე გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, „რესპუბლიკელებმა“ წამოაყენეს ულტიმატუმი, რომ რაიმეკანონშიმათთვისხელსაყრელიპოზიციაარდაფიქსირდება, მხარსარდაუჭერენ.
„პრაიმნიუსჯორჯია“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს, დავით ბერძენიშვილს ესაუბრა:
-“მრეწველები“დადებითად აფასებენ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის ფაქტს და აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ის კონფლიქტი იყო, რომელიც „რესპუბლიკლებმა“ დაიწყეს. როგორც „მრეწველების“ ერთერთი ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ თქვა, თქვენი მხრიდან ვაჭრობის თემა თანამდებოიბების შენარჩუნება იყო და ამის შემდეგ უკვე გადამწყვეტი გახდება თქვენი 10 ხმა პარლამენტში, რომლის გარეშეც ორგანული კანონის მირება უმრავლესობაში ვერ მოხერხდება. თავად როგორ ფიქრობთ, მოიაზრებთ თუ არა თავს ისევ კოალიციაში?
- „მრეწველების“ პათოსი გასაგებია, რადგან ისინი მოვლენებს წინ უსწრებენ, მაგრამ კოალიცია ფორმალურად დაშლილი არ არის და კოალიციური რეჟიმი ყველა ეტაპზე მოქმედებს. „რესპუბლიკელი“ მინისტრები პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ემორჩილებიან და ამ საკითხში არანაირი პრობლემა არ არის. ანალოგიური ვითარებაა პარლამენტშიც, რომელსაც როგორც სპიკერი, ასევე კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავს. კოალიცია ისევ ისე არსებობს, როგორც უმრავლესობა, რომელსაც თავისი ლიდერი ჰყავს. ქვეყნის კანონმდებლობით, თუკი უმრავლესობა არსებობს, მაშინ უმცირესობაც არსებობს. იურიდიულად უმრავლესობაც არსებობს და კოალიციაც. ზურაბ ტყემალაძე და გოგი თოფაძე „რესპუბლიკელების“ მეგობრები არასოდეს არ ყოფილან, უბრალოდ, ერთ კოალიციაში ვიყავით და ჯერჯერობით კიდევ ვართ.
-რამდენად კომფორტულია იმ ადამიანებთან ერთად მუშაობა, ვისთანაც პრინციპული უთანხმოება გაქვთ, იმის გათვალსწინებით, რომ კოალიციის შიდა დაპირისპირება თქვენი მთავრობის მინისტრების შენარჩუნების პირობით დასრულდა?
- მთავრობაში ჩვენი მინისტრები ძალიან მშვიდად იმუშავებენ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და არანაირიპრობლემა არ იქნება. რაც შეეხება პარლამენტს, როგორც აქამდე იყო, ისევ ისე იქნება. რაც მოგვეწონება, ვიტყვით, რომ მოგვწონს. რაც არ მოგვეწონება, ახლა უფრო მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მოგვწონს და ჩვენი შენიშვნები გვექნება. პარლამენტში ოპონირებას ვაპირებთ და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, ოპონირებას აქამდე რომ არ ვეწეოდით, სწორი არ იყო, რადგან ნამდვილი კოალიცია კონკურენციის პირობებში არსებობს.
-შეგიძლიათ, დაასახელოთვინიქნებათქვენიპარტიის საარჩევნო სიისპირველინომერი, რომლის სამუშაო ვარიანტებიც არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე ბევრ პარტიას აქვს მომზადებული?
-მეშემიძლია გითხრათ, „რესპუბლიკელები“როგორ ადგენენ ხოლმე საარჩევნო სიას, რადგან ჩვენ ძალიან სერიოზული გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში. „რესპუბლიკური პარტიის“სიას ადგენს პარტიის თავმჯდომარე და ამტკიცებს „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტი. ეს პროცესი დაწყებულია, ალბათ, თავმჯდომარე მუშაობს, ექნება თუ არა ყოფილ თავმჯდომარეებთან კონსულტაციები, ამის გეკეთება შესაძლებელია, მაგრამ ვალდებული არ არის. ამის შემდეგ შევისწვლით კომიტეტზე და დავამტკიცებთ. ახლა ამ წუთში სია არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით ვხვდებით, რა ხალხი შეიძლება მოხვდეს, მაგრამ ყველაფერი მთლიანად პარტიის თავმჯდომარის კომპეტენციაა.
- ვინ მოიაზრება ამ სიაში და განსაკუთრებით პირველ ათეულში, რადგან ყველაზე „წონიან“ „რესპუბლიკელებს“ დღეს ისეთი თანამდებობები უკავიათ, რომ საპარლამენტო არჩვნებში მონაწილეობის გამო, ამ თანამდებობების დატოვებას კანონი ავალდებულებთ?
-დარწმუნებულივარ, რომგენდერული კვოტა კარგად იქნება წარმოდგენილი თავად ხათუნა სამნიძის, თამარ ხიდაშელის, თინა ხიდაშელის, თამარ კორძაიას სახით ჩვენ გვყავს ისეთი ქალბატონები, რომლებიც ისედაც არიან ცნობილები პარლამენტსა და მთავრობაში. სურვილების დონეზე ვსაუბრობ, თორემ შეიძლება თინა ხიდაშელმა კენჭი საერთოდ არ იყაროს, რადგან მინისტრია. ამ ყველაფერზე საუბარი ძალიან ადრეა. კარგია „ეროვნულ ფორუმს“რომ გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, დაასახელეს კახა შარტავა და ისიც თქვეს, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები პოლიტიკას დასაკარგი არ ჰყავს, მაგრამ „რესპუბლიკელების“ გადაწყვეტილებების მიღება პარტიის თავმჯდომარეზე იქნება დამოკიდებული. ლოგიკის მიხედვით, სიის პირველი ნომერი, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარე იყოს, მაგრამ ასევე შესაძლოა, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს. სიის შედგენა ერთერთი მტკივნეული პროცესია ხოლმე ყველა პარტიაში, მაგრამ ჩვენთან ეს დემოკრატიული გზით ხდება და ყველაფერი დეტალურად იქნება ცნობილი.
-საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე განცხადება პირველად „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გააკეთა, რასაც პრემიერ-მინისტრის განცხადება მოჰყვა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნებაც“ ინდივიდალურად წარდგება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამდე, კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა თქვენი გადაწყვეტილება შეაფასეს და შეგახსენეს, რომ კოალიციის ბოლოს დატოვებას თქვენ აპირებდით. გამოდის, რომ კოალიციის დაშლაზე თქვენამდე სხვა სუბიექტებიც ფიქრობდნენ?
- ეს ჩვენი პრობლემა არ არის, მაგრამ სხვებისგან მადლიერებას ველოდით, რადგან მათ ვითარება გავურკვიეთ. პოლიტიკური ვითარება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი არ გავურკვიეთ, არამედ მათ გაცილებით ადრე იციან, რა და როგორ იქნება. ამის ნაცვლად, სრულიად უსაფუძვლო საყვედურები მივიღეთ. კარგად ვერ გავიგე, კოალიციიდან ჩვენი გასვლით ხელი ვის შევუშალეთ. როგორც ჩანს, თუკი ერთად დარჩებოდნენ, ყველას ძალიან გაუხარდებოდა, მაგრამ ისე არ ხდება, რომ იჯდე, არაფერს არ აკეთებდე და ამ დროს საჩუქრები მოგდიოდეს. ასე არც ამ შემთხვევაში არ მოხდა და ყველას საარჩევნოდ გარჯა მოუწევს. მიჩვეული ვართ ძახილს, რომ ჩვენ ხომ ურეიტინგო პარტია ვართ, მაგრამ ვის რა რეიტინგი აქვს, ყველა ყველაფერს ნახავს.
- როგორც ამბობენ, „რესპუბლიკლებს“ დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემა აქვს და თქვენი შემდგომი წარმატება სახელისუფლებო რესურსების გამოყენებაზეა დამოკიდებული, რისთვისაც მთავრობის სავარძლების შენარჩუნება გჭირდებათ.
- ვინც ჩვენს დაბალ რეიტინგზე საუბრობს, ოქტომბერში საკუთარ რეიტინგებს ნახავს. ვერ ვხვდები, სახელმწიფო რესურსს ვინ გამოგვაყენებინებს.ამ სახელმწიფოს პროკურატურაში იძიებდნენ, ჩვენი მინისტრი როგორ იქცეოდა და არ მგონია, ვინმემ რამე გამოგვაყენებინოს. ჩვენ ამომრჩეველზე ვიმუშავებთ და იმის იმედით ვართ, რომ ბარიერს გადავლახავთ და მომავალ პარლამენტში ვიქნებით.
-„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთდა მინიშნება იმაზე, რომ შესაძლოა, ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ წინასაარჩევნოდ მუშაობა კოალიციურ რეჟიმში გააგრძელოს. ხომ არ ყოფილა რაიმე ტიპის კონსულტაცია ამ საკითხთანდაკავშირებით?
-არა, ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს რაიმე ტიპის კონსულტაცია „ნაციონალებთან“? არა მგონია, რომელიმე „ნაციონალმა“ ოდესმე თქვას, რომ „რესპუბლიკელებთან“ რაიმე კონსულტაციას აპირებს, რადგან იმ წუთას დაკარგავენ ხმებს. ჩვენ და „ნაციონალები“ ერთმანეთთან სამეგობრო პარტიები არ ვართ. ჩვენი ერთადერთი პარტნიორი „ქართული ოცნება“ იყო. სამწუხაროდ, დანარჩენების აზრი და ძალა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. წავიკითხე, რომ კოალიციიდან „მრეწველებმა“ გაგვაგდეს, მაგრამ „მრეწველების“ ყოფნა არა მარტო კოალიციაში, არამედ პოლიტიკაშიც უმნიშვნელო მგონია.
-ასევე იყო საუბრები, რომ კოალიცია იმის გამო დატოვეთ, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის გარანტიები არ მოგცეს. შეგიძლიათ, საბოლოოდ დაადასტუროთ: კოალიციიდან ან გაგიშვეს თუ თავად წახევდით?
- პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მომავალი არჩევნების თემაა და ჩვენ არსად არ წავსულვართ. სპიკერის პოსტზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჩვენ დარწმუნებული არ ვართ, რომ სპიკერის პოსტზე ლაპარაკი ამ ძალებთან შედგება. 2016 წლის არჩევნები მარტივი არ იქნება არც ჩვენთვის და არც არავისთვის. საქართველოს ინტერესებში იქნებოდა,რომ პარლამენტს დავით უსუფაშვილისნაირი თავმჯდომარე ჰყოლოდა, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე. ალბათ, მის შემცლელად ვიღაც ეგულებათ. ვიღაცამ ისიც თქვა, რომ კარგი სპიკერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა. თუკი უსუფაშვილს ღარიბაშვილის ჯობს, ასეთ ადამიანებთან საუბარი მეზარება. ამაზე მსჯელობა უსაგნო იქნებოდა. არ ვიცი, სპიკერად ვინ წარმოუდგენიათ ან ამ თანამდებობას საკუტარ თავზე ვინ ირგებს. ამ თემაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა. ჩვენ იმაზე ვიმსჯელეთ, „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში ცალკე უნდა გავიდეს თუ არა.
„პრაიმნიუსჯორჯია“, ხათუნა ხატიაშვილი
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















