ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 03.10.2015
ნანახია: 1929

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.აღინიშნა ქართველებს - აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და გაერო­ს, როგორც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.

გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე