მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო ცვლილებებს არ ადასტურებენ

საქართველო, თბილისი - 17:58 | 05.04.2016
ნანახია: 1635

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოსალოდენლი სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

„კითხვაზე, განიხილება თუ არა სამთავრობო ცვლილებების საკითხი, ამ თემაზე კიდევ ერთხელ განვმარტავთ პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ სამთავრობო ცვლილებების საკითხი დღის წესრიგში არც ერთ შეხვედრაზე არ დგას“,- განუცხადეს 2030-ს მთავრობის ადმინისტრაციაში. 

გავრცელებული ინფორმაცით, რესპუბლიკელ მინისტრებს თინა ხიდაშელს, გიგლა აგულაშვილს და პაატა ზაქარეიშვილს თანამდებობების დატოვებას მოსთხოვენ, მათთან ერთად მოიაზრება განათლების მინისტრის გათავისუფლებაც. ვრცელდება ინფორმაცია მათი შემცვლელების შესახებაც. კერძოდ, თინა ხიდაშელს ირაკლი სესაიშვილი, გიგლა აგულაშვილს კნინო სულხანიშვილი, პაატა ზაქარეიშვილს კი ქეთევან ციხელაშვილი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს მას სავარაუდოს მაია მიმინოშვილი დაიკავებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე