დავით ბაქრაძის შეხვედრა მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების ეროვნულ კოორდინატორთან ვესკო გარსევიჩთან

საქართველო, თბილისი - 16:57 | 05.04.2016
ნანახია: 1555

4აპრილს, ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გაიმართაევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ორმხრივი შეხვედრა მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების ეროვნულ კოორდინატორთან ვესკო გარსევიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-ში გაწევრიანების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, განსაკუთრებით, ანტი-დასავლური პროპაგანდისა და მოახლოვებული ვარშავის სამიტის კონტექსტში.

მონტენეგროს გამოცდილებაზე საუბრისას, მხარეებმა, ასევე, 2016 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი და საქართველოსა და მონტენეგროს მოლოდინები განიხილეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე