ისნის რაიონში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:54 | 05.04.2016
ნანახია: 1553

ისნის რაიონში ბეღლეთის, განთიადისა და  მარტყოფის (მე-2 შესახვევი) ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძველი, ამორტიზირებული საგზაო საფარი ათეული წლების განმავლობაში არ შეკეთებულა.

პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება, რომელსაც შ.პ.ს. „ნიუ ქასთელ ქონთრაქშენ" აწარმოებს. სამუშაოების ფარგლებში, 9 400 კვ.მეტრ ფართობზე  იგება ასფალტის საფარი  და იცვლება ბორდიურები. საგზაო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი  გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე