დიმიტრი ქუმსიშვილი: „აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“
საქართველო, თბილისი - 12:18 | 05.04.2016 ნანახია: 1719
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარესთან, ლიუ იანზონგთან ერთად სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრას დაესწრო. ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა აბრეშუმის გზის განვითარების მნიშვნელობაზე არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონისა და პროექტში მონაწილე ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.
საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა 2015 წელს შეიქმნა ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში. მასში გაერთიანებულია რეგიონის უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის აქტიური ჩართვის ხელშეწყობით რეგიონულ პროექტებში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარისა და თანმხლები დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და კონსოლიდირებას.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის განვითარება. ჩვენს ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ვითარდება და შესაბამისად, ამით უფრო ვაძლიერებთ ჩვენს მდგომარეობას აბრეშუმის გზაზე. ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა ამჟამად წლიურად ხუთას მილიონ ტონას შეადგენს და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის კვალდაკვალ, ამ ტვირთბრუნვის ნაწილი აუცილებლად უნდა გადმოვიდეს საქართველოზე. ეგრეთწოდებული ცენტრალური გზა, რომელიც საქართველოზე გადის, ნამდვილად ყველაზე მოკლეა, რომელიც აკავშირებს ჩინეთს და ევროპას და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოს გავლით იმოძრაოს მნიშვნელოვანი რაოდენობის ტვირთებმა. ეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას, დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით ცოდნას და ინფრასტრუქტურას“ - განუცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის წარმომადგენლების ვიზიტის ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა. „თბილისი მერიოტში“ გამართულ შეხვედრას ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აზია-წყნარო ოკეანის ქვეყნების სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია და სხვა სახელმწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















