აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია ბელარუსიაში დაიწყო
საქართველო, თბილისი - 12:14 | 05.04.2016 ნანახია: 1508
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიების ფარგლებში ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში იმყოფება. აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენლები მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „Leisure 2016“ იღებენ მონაწილეობას, სადაც ქართულ-ტრადიციულ სტილში მოწყობილ საგამოფენო სტენდთან სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო მასალების გარდა, საშუალება ექნებათ ქართული, ტრადიციული კერძები დააგემოვნონ, აჭარული ხაჭაპურის კულინარიულ მასტერკლაში მიიღონ მონაწილეობა და ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული, ხალხური სიმღერები მოისმინონ.
წელს პირველად, დეპარტამენტი მინსკში გამართავს „აჭარის დღე“-ს, რომელსაც ბელარუსიის წამყვანი მედია საშუალებების, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება. ღონისძიებაზე ქართული სამზარეულოს, ფოლკლორისა და ცეკვის პრეზენტაცია/პოპულარიზაცია იგეგმება. გარდა ამისა, აჭარის ტურისტულ პოტენციალის რეკლამირების მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენელი ფოლკლორულ გუნდთან ერთად მიწვეულია ბელარუსიის წამყვანი მედია საშუალების „ბელარუს 1“ დილის გადაცემაში.
ბელორუსია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება.
პოლიტიკა
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
- „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















