საქართველოში მარტის თვეში ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა
საქართველო, თბილისი - 15:05 | 04.04.2016 ნანახია: 1618
2016 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,7 პროცენტით გაიზარდა, – განაცხადა ვიცე–პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც მშენებარე სასტუმრო „თბილისი რიქსოსში“ პრესკონფერენცია გამართა. მინისტრის განცხადებით, 2016 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს 450,875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტია.
მარტის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 170,281 შეადგინა, ზრდამ კი 24.8 პროცენტი შეადგინა. ვიცე–პრემიერის განცხადებით, აქამდე მარტში ამდენი ვიზიტორები არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 2015 წელს შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგინა 1.9 მილიარდი დოლარი, რაც 148.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წელთან შედარებით. ამასთან, საერთაშორისო მოგზაურებმა უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა, 2016 წლის ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, შეადგინა 218,904 ათასი ლარი, ზრდამ კი 26.9 პროცენტი. ვიცე–პრემიერის განცხადებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით 6.7 პროცენტს, ზრდა კი 16.2 პროცენტს შეადგენს.
ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა პრესკონფერენციის ჩატარების ადგილზე – მშენებარე სასტუმროზე „თბილისი რიქსოსი“, რომელიც უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია. „ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დროს პროექტს ჩავარდნა ემუქრებოდა. თუმცა სწორი მოლაპარაკებითა და ხელშეკრულების გონივრული გაგრძელებით წლის ბოლოს მისი მშენებლობა დასრულდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















