”ეროვნულმა ფორუმმა” უმრავლესობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:56 | 04.04.2016
ნანახია: 1539

ფრაქცია ”ეროვნულმა ფორუმმა” საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა. პარლამენტში თანამდებობების დატოვების შესახებ კი გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა.
შარტავას განცხადებით, ”პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე”.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მასთან ერთად პარლამენტში თანამდებობეს ტოვებენ ,,შესაბამის კომიტეტებში მოადგილეების პოსტებზე მყოფი პირები - შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე”.

გუშინ, პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ”ეროვნული ფორუმი” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე