საქართველოს ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპოლუსი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 01.04.2016
ნანახია: 1609

საქართველოს ხვალ ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს.

ასევე დაგეგმილია დიმიტრის ავრამოპოლუსის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე