გიორგი მარგველაშვილი „ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:37 | 01.04.2016
ნანახია: 1443

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  აშშ-ი  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  „ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს წევრებს ფრედ ჰაიატს, ჯექსონ დილს, ენი ეპლბაუმს, დუგლას ჯელს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკას,  რუსეთ - საქართველოს ურთიერთობას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს, საქართველოსNATO-ში ინტეგრაციის პროცესს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, როგორ აფასებს საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საგარეო პოლიტიკას მისი მეზობლების მიმართ და რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"ვაშინგტონ პოსტის" ოფისში შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და  საქართველოს ელჩი აშშ-ი  არჩილ გეგეშიძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე