ნიგერიაში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 02.10.2015
ნანახია: 2067

14 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა ნიგერიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად.

აფეთქებები გაისმა ქვეყნის ჩრდოლო-აღმოსავლეთით ქალაქ მაიდუგურიში. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხმა ტერორისტმა-თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთდროულად აამოქმედა. შეიარაღებული ძალების მონაცემებით ტერაქტი რადიკალური დაჯგუფების „ბოკო ხარამის“ მებრძოლებმა მოაწყვეს.

ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლები განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ გამოდიან და მთელს რეგიონში შარიათის დამკვიდრებას ცდილობენ. 2009 წლიდან ტერორისტების თავდასხმებს 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 1,5 მლნ ადამიანი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა, მათგან 743 ათასი ბავშვია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე