"რუსთავი 2“-ის საქმეზე დროებითი მენეჯმენტის შექმნა იყო უკანანო გადაწყვეტილება - უჩა ნანუაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:46 | 01.04.2016
ნანახია: 1773

სახალხო დამცველი 1259-გვერდიან ანგარიშს ჟურნალისტებს აცნობს. დოკუმენტში ქვეყანაში არსებულ სამოქალაქო-პოლიტიკური ვითარებაზე, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კუთხით შექმნილი მდგომარეობაზეა საუბარი. უჩა ნანუაშვილი ასევე შეეხო რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდირაე პროცესებს.

"2015 წლის ბოლოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესახებ მიმდინარე სასამართლო დავის პროცესში მწვავედ დადგა ჯანსაღი მედიაგარემოს შენარჩუნების და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საკითხები. დროებითი მენეჯმენტის შექმნა იყო უკანანო გადაწყვეტილება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე