საქართველო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 01.04.2016
ნანახია: 1404

საქართველო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში ბირთვული ინდუსტრიის სამიტის ფარგლებში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჯილდო  "ატომები მშვიდობისთვის" გადაეცა. 

სტრატეგიული ბირთვული და რადიოლოგიური მასალების გამოყენება, შენახვა და ტარნსპორტირება, ასევე, კიბერ საფრთხეები – ეს ის საკითხებია, რომლებიც სამიტზე განიხილეს. 

სამიტში  მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჯილდო „ატომები მშვიდობისთვის“ 2016 წლის ბირთვული ინდუსტრიის სამიტის  ფარგლებში  მსოფლიოს 17 ქვეყანას გადაეცემა

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე