დავით ბაქრაძე: ჩვენ დღეს ვიხილეთ ,,ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება

საქართველო, თბილისი - 18:33 | 31.03.2016
ნანახია: 1758

,,ნაციონალური მოძრაობა“ ,,რესპუბლიკური პარტიის“ მიერ დღეს გახმაურებულ გადაწყვეტილებას, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობასა და თანამდებობეის შენარჩუნების შესახებ, სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნული პროცესი ნიშნავს კოალიციის დაშლია დაწყებას.

"მთელი ის საუბარი რაც მოვისმინეთ, რომ თითქოს პარტია ინარჩუნებს პოზიციებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში, არის საზოგადოების თვალის ახვევა. წარმოუდგენელია, რომ ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი ოპოზიციაში. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება ,,რესპუბლიკელების“ მთლიან გასვლამდე კოალიციიდან და მათ მიჰყვება სხვა პარტიებიც. დღეს ჩვენ ვიხილეთ ,,ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება და ეს სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ,,ოცნებას” არ ჰქონდა არანაირი ღირებულება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე