„თალიბანმა“ ავღანეთის ჩრდილოეთით კიდევ ორი რაიონი დაიკავა

საქართველო, თბილისი - 14:41 | 02.10.2015
ნანახია: 1987

მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთის ჩრდილოეთით ორი ახალი რაიონი დაიკავეს. მედიის ინფორმაციით, ექსტრემისტების კონტროლქვეშ გადავიდა ბაგლანისა და ტახარის პროვინციების ორი რაიონი - ტალა-ვა-ბარფაკი და ხვაჯა გჰარი.

თალიბებმა სამთავრობო ძალებს უკან დახევა და მეზობელ პროვინციაში გადასვლა აიძულეს. ტერორისტებმა გადაკეტეს გზები და რაიონის ცენტრში გამაგრდნენ. თალიბები მთლიანად აკონტროლებენ სახელმწიფი დაწესებულებებს.

თალიბებების განცხდებით მათ ხელში ჩაიგდეს პოლიციის ხუთი მანქანა, ორი ტანკი, იარაღისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა.

რეგიონის გუბერნატორის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით ავღანეთის უშიშროების ძალები კონტრშეტევისთვსი ემზადებიან.

რადმენიმე დღის წინ თალიბებმა დაიკავეს ქალაქი კუნდუზი, რომელიც ავღანეთის სამთავრობო არმიამ მძიმე ბრძოლების შემდეგ გაათავისუფლა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე