პრემიერ–მინისტრი ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 17:15 | 31.03.2016 ნანახია: 1476სასამართლო რეფორმის დღის წესრიგი და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პაველ სვობოდას შეხვედრის მთავარი თემები.
საუბარი შეეხო საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დახმარება და მხარდაჭერა იმ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის ნაწილია,"- აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საარჩევნო სისტემის რეფორმასა და მომავალი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე დაესწრნენ.
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს