საქართველოს პრეზიდენტი კურტ ვოკერს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 15:31 | 31.03.2016 ნანახია: 1428საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს, აშშ-ს ყოფილ ელჩს NATO- ში კურტ ვოკერს და ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავრი თემა რუსეთთან ურთიერთობა, უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და NATO - საქართველოს ურთიერთობები იყო.
როგორც ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნეს, ყველაფერს გააკეთებენ, იმისათვის, რომ საქართველოს თემატიკა ამერიკის დღის წესრიგში აქტიურად იყოს წამოწეული.
როგორც პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ ესაუბრა იმ ექსპერტებს რუსეთთან ურთიერთობის, უსაფრთხოების საკითხებისა და NATO - საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაშინგტონში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და განსაზღვრავენ.
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს