პოლონეთი საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლების აღებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 12:03 | 31.03.2016
ნანახია: 1630

პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარისკაცის 500 ძეგლს აიღებს. ამის შესახებ ხსოვნის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლუკაშ კამინსკიმ Onet.pl-თან ინტერვიუში განაცხადა. ინსტიტუტი პოლონელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს სწავლობს. მისი თქმით, უახლოეს ხანებში დაიწყება აქცია, რომელიც ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს საშუალებას მისცემს საბჭოთა ძეგლები მანამდე აიღოს, ვიდრე შესაბამისი კანონი არ ამოქმედდება.

”საბჭოთა ძეგლები პოლონეთზე კომუნისტური სისტემის ბატონობის სიმბოლოს წარმოადგენს და უნდა განადგურდეს”, - აღნიშნავს კამინსკი.

საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აგებულ ძეგლებზე. აღნიშნული ინიციატივა არ შეეხება საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოებზე აღმართულ მონუმენტებს.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე