თინათინ ხიდაშელი ფილიპ ჰამონდთან შეხვედრას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 18:11 | 30.03.2016
ნანახია: 1556

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს ფილიპ ჰამონდს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრეს.

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ყურადღება მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.

ქართულმა მხარემ ფილიპ ჰამონდს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე