უნგრეთი საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო ხელშეწყობისთვის 68 მილიონიან საკრედიტო ხაზს გამოყოფს
საქართველო, თბილისი - 11:28 | 30.03.2016 ნანახია: 1593
უნგრეთი საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო ხელშეწყობისთვის 68 მილიონიან საკრედიტო ხაზს გამოყოფს, - ამის შესახებ ცნობილი გახდა უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შორის გამართული შეხვედრის დროს. უნგრული მხარის ინიციატივით, „ექსიმ ბანკში“ ქართული და უნგრული ერთობლივი პროექტების ხელშეწყობისთვის 68 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაიხსნება. აღნიშნული საკრედიტო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობა ორივე ქვეყნის იმ კომპანიებს მიეცემათ, რომლებიც ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.
შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ მისი პერსონალური მხარდაჭერისათვის.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ორ ხალხს შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რასაც ამყარებს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. როგორც პიტერ სიიატრომ აღნიშნა, ბუდაპეშტი მომხრეა ევროპული და ევრო-ატლანტიკური გაფართოების და მომავალშიც ურყევად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
მან ასევე აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში და დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა ევროკავშირისა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების უახლოეს მომავალში მიღების თაობაზე.
მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული ტენდენციები სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა უნგრეთის გადაწყვეტილებას, საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის 68 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაიხსნას „ექსიმ ბანკში“.
მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა უახლოეს მომავალში ხელი მოეწეროს უნგრეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმებას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიაწოდა კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4 პუნქტიანი რეფორმების პაკეტის შესახებ, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას და ბიზნესის ხელშეწყობას. მიხეილ ჯანელიძემ დაუდასტურა პიტერ სიიარტოს საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ხელი შეუწყოს უნგრეთთან შემდგომი სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას.
ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებად დასახელდა განათლების სფერო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მთავრობის მიერ უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი სტუდენტების განათლების დაფინანსების პროექტის გამო, რაც მომავალში ახალ შესაძლებლობებს შეიძენს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უნგრეთის აქტიური მონაწილეობისათვის.
საუბარი შეეხო ნატო-ს ვარშავის სამიტს და საქართველოს მიერ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა კვლავაც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას რეგიონალური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროპისთვის სტრატეგიული პარტნიორია ენერგო წყაროების დივერსიფიკაციისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ხაზის მიმართულებით.
ამ კონტექსტში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის აბრეშუმის ფორუმის ინიცირება, რომელიც კარგ პლატფორმას იძლევა რეგიონალური სატრანზიტო, ეკონომიკური და ენერგეტიკული შესაძლებლობების განხილვისა და ერთობლივი სტრატეგიის დასახვის თვალსაზრისით.
პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
მიხეილ ჯანელიძე უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 29-30 მარტს სტუმრობს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















