პიტერ სიიარტო: "ევროპის წინაშე დღეს არსებული გამოწვევებზე ყველაზე კარგი პასუხი ევროპის გაფართოება იქნებოდა"
საქართველო, თბილისი - 11:26 | 30.03.2016 ნანახია: 1754
"ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, არ უნდა ბადებდეს რაიმე ეჭვს ნატო-ს ან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევებზე ყველაზე ცუდი პასუხი დღეს იზოლაცია იქნებოდა. პირიქით, სწორედ ახლა უნდა ვიყოთ ღია ახალი პარტნიორობებისა და ახალი ალიანსებისთვის, და სწორედ ახლა უნდა ვიზრუნოთ როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის გაფართოებაზე"-ამის შესახებ უნგრეთის საგqრეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის შეფასებით, დღეს ევროპული უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რის ფონზეც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებას. პიტერ სიიარტოს შეფასებით ქვეყნებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ უსაფრთხოების ამ სტრუქტურების წევრები, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რადგან დღეს ევროპისთვის საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ "რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო გაძლიერდება".
"უნგრეთი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები სწორედაც რომ დამატებითი არგუმენტია ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების სასარგებლოდ. არასდროს ყოფილა ალიანსების გაძლიერება და მეგობრობის განმტკიცება უფრო დროული, ვიდრე დღეს არის, და სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც ჩვენი მეგობრები გაურკვევლობაში არ უნდა დავტოვოთ. ამ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ეს ის ქვეყანაა, რომელიც მზადაა გადადგას მომდევნო ნაბიჯები როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით. უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ეს არაა მხოლოდ გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნის ინტერესებში, არამედ ალიანსისა და ევროკავშირის ინტერესებსაც ემსახურება"- განაცხადა პიტერ სიიარტომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 29-30 მარტს სტუმრობს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















