ელტონ ჯონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 14:41 | 29.03.2016
ნანახია: 2098

ლოს-ანჯელესის მკვიდრი ჯეფრი ვენინგერი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ელტონ ჯონის დაცვის წევრი იყო, ბრიტანელ მომღერალს სექსუალურ ზალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მომღერალი მას სექსუალურად ავიწროვებდა მცველისგან მოითხოვდა მისთვის ”ბიძია ელტონი” დაეძახა.

როგორც ვენინგერი ამბობს, ის მომღერლის შეჩერებას ცდილობდა და რამდენჯერმე ფიზიკურადაც გაუსწორდა, მაგრამ მისი თქმით, ელტონი ხელებს არ აჩერებდა.

ვენინგერი ელტონ ჯონთან 2002-2014 წლებში მუშაობდა. მან სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანა, თუმცა როდის გაიმართება საქმის მოსმენა, უცნობია.

ელტონ ჯონის პრეს-მდივანს ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ელტონ ჯონი 2014 წელს კანადელ რეჟისორზე დევიდ ფერნიშზე დაქორწინდა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს, რომლებიც სუროგატმა დედამ გაუჩინა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე