თვითმფრინავის გამტაცებელი ”შეყვარებული იდიოტი” აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 29.03.2016
ნანახია: 1641

А320-ის ბორტზე ბოლო მონაცემებით ერთი მგზავრია დარჩენილი. Sky News-ის ინფორმაციით ის ირლანდიელია.

ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებით, გამტაცებელი ტერორისტი არ არის ის შეყვარებული იდიოტია, მომხდარის მიზეზი კი ქალია.

 

გამტაცებელმა თავის ყოფილ ცოლს, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს, კვიპროსის ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელით წერილი გაუგზავნა. ის პოლიციამ გამტაცებელთან მოსალაპრაკებლად აეროპორტში მიიყვანა.

ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, სამაჰამ ამ დილით გაიტაცა. გამტაცებელი ეკიპაჟის მეთაურს შაჰიდის ქამრის აფეთქებით დაემუქრა და თვითმფრინავის კვიპროსში ლარნაკის აეროპორტში დასმა მოითხოვა. ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა.

კვიპროსის ხელისუფლების განცხადებით, იბრაჰიმ სამაჰას ბორტზე ბომბი და იარაღი არ შეუტანია, ამიტომ ის მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე