იბრაჰიმ სამახამ კიდევ ხუთი მძევალი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 29.03.2016
ნანახია: 1622

სამგზავრო თვითმფრინავის  А320-ის გამტაცებელმა იბრაჰიმ სამახამ კიდევ ხუთი მძევალი გაათავისუფლა. ტელეკომპანია CBC Extra-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, გათავისუფლებულები მგზავრები არიან თუ ეკიპაჟის წევრები.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ლაინერის ბორტგამცილებლები და ეკიპაჟის წევრები თვითმფრინავის დატოვებაზე უარს ამბობდნენ, ვიდრე სამახა ყველა მგზავრს არ გამოუშვებდა.

მანამდე გამტაცებელმა თავის ყოფილ ცოლს, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს, წერილი გაუგზავნა. ის პოლიციამ აეროპორტში მიიყვანა გამტაცებელთან მოსალაპრაკებლად.

როგორც როიტერი იუწყება, კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ ინციდენტი ტერაქტს არ უკავშირდება.

ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, ამ დილით გაიტაცეს. გამტაცებელი ეკიპაჟის მეთაურს შაჰიდის ქამრის აფეთქებით დაემუქრა და თვითმფრინავის კვიპროსში ლარნაკის აეროპორტში დასმა მოითხოვა. ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე