A320-ის გამტაცებელი ატლანტის უნივერსიტეტის პროფესორია

საქართველო, თბილისი - 12:19 | 29.03.2016
ნანახია: 1544

ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავის გამტაცებელი იბრაჰიმ სამახა აშშ-ში ატლანტის უნივერსიტეტის პროფესორია. ამის შესახებ გამოცემა ”ალ-ახრამი” სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გამტაცებელმა ოთხი მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების გარდა ყველა ბორტზე მყოფი გაათავისუფლა.

A320 დილით გაიტაცეს. ის ამ დროისათვის კვიპროსში ლარნაკის აეროპორტში იმყოფება. თვითმფრინავი ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა. იბრაჰიმ სამახა ეკიპაჟის მეთაურსა და მგზავრებს დაემუქრა, რომ თავს აიფეთქებდა, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდებოდა. ლაინერის კაპიტანმა მოასწრო კაიროს დიპეტჩერებისთვის შეტყობინების გაგზვანა და აცნობა, რომ თვითმფრინავი კვიპროსის მიმართულებით მიფრინავდა.

სამახა კვიპროსში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. დაზუსტებული ინფორმაციით ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე