A320-ის გამტაცებელი კვიპროსში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 29.03.2016
ნანახია: 2050

ავიაკომპანია Egypt Air-ის თვითმფრინავის A320-ის გამტაცებელი კვიპროსში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.

გამტაცებელმა 50 მგზავრი უკვე გაათავისუფლა. ბოლო მონაცემებეით, გატაცებული ლაინერის ბორტზე 15-20 მგზავრი იმყოფება.

ავიაკომპანია Egypt Ai-ის სამგზავრო თვითმფრინავი, უცნობმა პირებმა დილით გაიტაცეს. ის ამ დროისათვის კვიპროსში ლარნაკის აეროპორტში იმყოფება. თვითმფრინავი ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა. უცნობი მამაკაცი ეკიპაჟის მეთაურსა და მგზავრებს დაემუქრა, რომ თავს აიფეთქებდა, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდებოდა. ლაინერის კაპიტანმა მოასწრო კაიროს დიპეტჩერებისთვის შეტყობინების გაგზვანა და აცნობა, რომ თვითმფრინავი კვიპროსის მიმართულებით მიფრინავდა.

დაზუსტებული ინფორმაციით ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე