დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 11:37 | 29.03.2016
ნანახია: 1940

უკრაინაში გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უკრაინელმა დეპუტატებმა ოდესის ოლქიდან არჩეულმა დეპუტატებმა დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას მხარი დაუჭირეს.

მიზეზად რეორგანიზაცია და უკრაინის რადის დეპუტატთა კოლექტიური წერილი სახელდება, რომელიც საყვარელიძის გათავისუფლებას არამარტო დაკავებული თანამდებობიდან, არამედ პროკურატურის ორგანოებიდან მოითხოვს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენპროკურატურაში არა ერთი წერილი შევიდა საყვარელიძის მიერ ორი თანამდებობის შეუთავსებლობასთან დაკავშირებით.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე