გამტაცებლებმა A320-ის 50 მგზავრი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 29.03.2016
ნანახია: 1592

გამტაცებლებმა A320-ის 50 მგზავრი, რომლებიც ეგვიპტის მოქალაქეები არიან, გაათავისუფლეს. რია ნოვოსტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ბორტზე ეკიპაჟის წევრებთან ერთად სხვა ქვეყნების ხუთი მოქალაქე იმყოფება.

ავიაკომპანია Egypt Ai-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც უცნობმა პირებმა გაიტაცეს, კვიპროსში ლარნაკის აეროპორტში იმყოფება. თვითმფრინავი ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა. უცნობი მამაკაცი ეკიპაჟის მეთაურსა და მგზავრებს დაექმურა, რომ თვას აიფეთქებდა, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდებოდა. ლაინერის კაპიტანმა მოასწრო კაიროს დიპეტჩერებისთვის შეტყობინების გაგზვანა და აცნობა, რომ თვითმფრინავი კვიპროსის მიმართულებით მიფრინავდა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე