А320-ის გამტაცებელმა ეგვიპტის მოქალაქეებს თვითმფრინავის დატოვების უფლება მისცა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 29.03.2016
ნანახია: 1613

А320-ის გამტაცებელმა ეგვიპტის მოქალაქეებს თვითმფრინავის დატოვების უფლება მისცა. ამის შესახებ რია ნოვოსტი იტყობინება. ამ დროისათვის ლაინერი 20-მა მგზავრმა დატოვა.

ავიაკომპანია Egypt Ai-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც უცნობმა პირებმა გაიტაცეს, კვიპროსში ლარნაკის აეროპორტში იმყოფება. თვითმფრინავი ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა. ლაინერის ბორტზე 51 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფება.

უცნობი მამაკაცი ეკიპაჟის მეთაურსა და მგზავრებს დაექმურა, რომ თავს აიფეთქებდა, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდებოდა. ლაინერის კაპიტანმა მოასწრო კაიროს დისპეტჩერებისთვის შეტყობინების გაგზვანა და აცნობა, რომ თვითმფრინავი კვიპროსის მიმართულებით მიფრინავდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე